„ხიბულა“2017 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია გიორგი ოვაშვილი. ის ტრილოგიის დასასრულია რეჟისორის პირველი ორი ფილმის — „გაღმა ნაპირის“ (2009) და „სიმინდის კუნძულის“ (2014) შემდეგ.

„ხიბულა“
დამდგმელი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
პროდიუსერი გიორგი ოვაშვილი,
აიკე გორეჩკა,
კრისტოფ კუკულა
სცენარის ავტორი გიორგი ოვაშვილი,
რულოვ იან მინებო
კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი
ოპერატორი ენრიკო ლუჩიდი
სტუდია „ალამდარი ფილმი“ (საქართველო)
გამოსვლის თარიღი 2017
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
ინგლისური სუბტიტრებით

ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა. ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმს საფუძვლად უდევს 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. მისი სიუჟეტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის — ზვიად გამსახურდიას უკანასკნელ დღეებს მიჰყვება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 27 ივლისს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა. ეროვნული კინოპრემიერა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზე კი 23 ნოემბერს გამოვიდა.

პრემიერ-მინისტრისა და რამდენიმე მცველის ამარა დარჩენილმა პრეზიდენტმა მთას შეაფარა თავი. ჯგუფი მუდმივი გადაადგილებით ცდილობს თავი დააღწიოს „მდევარს“. უჩინარი მდევარი კი, ცდილობს „მსხვერპლი“ მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფოს. მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს და ახერხებს, პრეზიდენტმა მათთვის სასურველი მიმართულებით იმოძრაოს.

ფილმში მონაწილეობენ: ჰოსეინ მაჰჯუბი, ზურაბ ანთელავა, მანუჩარ შერვაშიძე, ქიშვარდ მანველიშვილი, ნოდარ ძიძიგური, ლიკა ბაბლუანი, გალობა გამბარია და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება