ხემაღალი
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
ხემაღალი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების სტორისა და საჯოგისხევის წყალგამყოფ საკანაფოს სერზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1483 მ. აგებულია ქვედა და შუა ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ხემაღალი შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.
ხემაღალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°08′09″ ჩ. გ. 45°27′44″ ა. გ. / 42.135917° ჩ. გ. 45.462417° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თელავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1483 მ |
ქედი | საკანაფოს სერი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 469.