ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანდერძ-მინაწერები — ასე უწოდებენ ხელნაწერ წიგნებზე დართულ ტექსტებს, რომელიც ძირითადად ეკუთვნის კალიგრაფებს, მინიატიურისტებს, წიგნის დამკვეთებს და ამა თუ იმ ხელნაწერი წიგნის სხვადასხვა მფლობელს.

ძირითადი შინაარსი

რედაქტირება

ძირითადად ანდერძ-მინაწერები გვაწვდიან წიგნის შექმნის თარიღს და მიზეზებს, ცნობებს დამკვეთის, კალიგრაფის და მომხატველის შესახებ, ასევე ხშირად აღწერილია ხოლმე სხვადასხვა გარემოება კონკრეტული ხელნაწერი წიგნის შექმნის შესახებ. სამეცნიერო სფეროებში, ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების შესწავლამ მრავალ საიდუმლოს ახადა ფარდა. მათი შესწავლით, მრავალი მივიწყებული, თუ უცნობი მხატვარი და კალიგრაფი გამოაშკარავდა; მრავალ გადმოცემას, აღწერას, დათარიღებას, ისტორიულ ფაქტს, გენიალოგიას, წეს-ჩვეულებებს, სოციალურ მდგომარეობას, თუ სამეცნიერო ცნობებს დაუდო საფუძველი[1]. ხშირად კალიგრაფები და მინიატიურისტები ანდერძებს მიფარვით წერდნენ ხოლმე მატვრულად გაფორმებული ტექსტების ორნამენტულ ხვეულებში. უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების მხატვრები სწორედ ასე მიფარვით ამცნობდნენ თავიანთ სახელებს შთამომავლობას, მაგალითად, სარა ბარნაველმა ერთ-ერთ მინიატიურაზე ქრისტეს სავარძელზე მიწერილი გადამწერისა და მხატვრის - მიქაელის სახელი ამოიკითხა; ალექსი მესხიშვილის მიერ გადაწერილი ერთ-ერთი ხელნაწერის მინიატიურაზე (იხ. საიდუმლო სერობა S-1096, ჟამნი, გვ. 323), როსტომ კაჭახიძემ, ალექსის მამის - გრიგოლის სახელის ქარაგმა ამოიკითხა. კალიგრაფები, ანდერძ-მინაწერებისთვის იყენებდნენ კრიპტოგრამებსაც (საიდუმლო დამწერლობა).

ლიტერატურა

რედაქტირება

კაჭახიძე რ. სიონის დეკანოზი ნიკოლოზი (მიქაძე) გადამწერი და მომხატველი, ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია, სადიპლომო ნაშრომი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბ. 2017წ.

  1. კაჭახიძე რ. სიონის დეკანოზი ნიკოლოზი (მიქაძე) გადამწერი და მომხატველი, თბ. 2017წ. გვ.154