სარა ბარნაველი (დ. 1902, თელავი — გ. 1984, თბილისი) — ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979).

1925 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1972-1984 წლებში მცირე ხელოვნებათა გამყოფილების გამგე. წლების განმავლობაში სწავლობდა ისტორიულ საბუთებსა და წერილობით წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. მზითვის წიგნებს, როგორც მატერიალური კულტურის ამსახველ ძეგლებს. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო მცირე პლასტიკა, კერძოდ — გლიპტიკა. მეცნიერულად შეისწავლა და გამოაქვეყნა ქართული ნივთიერი კულტურის, კერძოდ, მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებული ძველი საბუთები.

  • ქართული დროშები, თბ., 1953;
  • საქართველოს ანტიკური საბეჭდავების ისტორიიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 18, N2, 1957;
  • საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965;
  • Античная глиптика Грузии и её традиции в глиптике средневековья, წგნ: Античность и античные традиции в культуре и искусстве народов Советского Востока, М., 1978.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება