ხელის მტევანი (ქართული სიმბოლო)
(გადამისამართდა გვერდიდან ხელი (ქართული სიმბოლო))
ხელის მტევანი (ან უბრალოდ ხელი) — ქართული ძალაუფლების სიმბოლო.[1] „ხელი“ საქართველოში წარმოადგენდა სამეფო ძალაუფლების სიმბოლოს.[1] გილერმო სოლერის ხმელთაშუა ზღვის რუკის (1385 წ.) ფრაგმენტიდან ნათლად ირკვევა, რომ მის მიერ, ამ რუკის შედგენის დროს (XIV ს.), სოხუმი (იტალიურ რუკებზე Sauastopoli) სამეგრელოს მთავრების – დადიანების საკუთრებას წარმოადგენდა. იგივეს გვიდასტურებენ ფრედერუჩე დ ანკონის 1497 და დიეგო ჰომემის 1559 წლის რუკები (აგრეთვე იმავე პერიოდის უამრავი სხვა ევროპული რუკა) რომლებზეც ქ. სოხუმთან, იტალიურ ენაზე, აღნიშნულია Porto Mengrello (სამეგრელოს პორტი). სოლერის რუკაზე გამოსახული ხელის მტევანი ქ. სოხუმის დადიანებისადმი კუთვნილების სიმბოლოა . [1][2][3]
ნიმუშები
რედაქტირება-
ხელის მტევანი აბაზგეთის (აბაზგიის) დროშაზე
-
გილერმო სოლერის ხმელთაშუა ზღვის რუკის ფრაგმენტი (1385 წ.)
-
დიეგო ჰომემის შავი ზღვის რუკა (1559 წ.)
-
სეპარატისტული აფხაზეთის დროშა, რომელზედაც გამოსახულია ქართული სიმობოლო — ხელის მტევანი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ჯ. გამახარია, ლ. ახალაძე, დ. ჯოჯუა, აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები (საკითხავი წიგნი), გამომცემლობა "მერიდიანი", 2018. — გვ. 330, 331-332, ISBN 978-9941-25-542-7.
- ↑ Джемал Гамахария, Бадри Гогия, — Историческая область Грузии, Тбилиси: Агдгома, 1997. — გვ. 828-830.
- ↑ თ. ბერაძე, კ. თოფურია, მ. სანაძე, ბ. ხორავა, საქართველოს ისტორიული ატლასი. აფხაზეთი, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013 წ.. — გვ. 47, 48, 95-96. 115 გვ, ISBN 9789994050406.