ხეთის წმინდა მიქაელისა და გაბრიელ მთავარანგელოზთა ეკლესია
ხეთის წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში.
აღწერა
რედაქტირებახეთის წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ტაძრის სიგრძე 17 მეტრია, ხოლო სიგანე 10.5 მეტრი. აშენებულია ადგილობრივი კირქვით, კუთხეები ამოყვანილია კარგად გათლილი მართკუთხა კვადრებით, კედლები კი ფლეთილი კირქვით. ტაძარს აქვს სამი კარი დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით, კარები კირქვის გათლილი ქვებით არის მოჩარჩოებული და აქვს დეკორატიული თაღები, ნათდება 7 სარკმლით, ორ-ორი აქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებს და სამი აღმოსავლეთით საკურთხეველს, სარკმლებიც კარების მსგავსად მოჩარჩოებულია და დეკორატიული თაღით არის დამშვენებული. სახურავი შემოსაზღვრულია კირქვის კარნიზით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5190