ხახუტის ღვთისმშობლის ეკლესია

ხახუტის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია (13,5 X 8 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით, კამარა, კონქი და საბჯენი თაღები ხისაა. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი, ხოლო დასავლეთისაში ერთი ასეთივე სარკმელია. აფსიდში სარკმლის მარცხენა მხარეს ორი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის იატაკი შემაღლებულია და შუაში ნახევარწრიული არდაბაგი აქვს. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში - პატრონიკეზე ასასვლელი ხისავე კიბე. კარის არქიტრავზე გამოყოფილია მცირე სამკუთხედი, რომლის თავზე ხატის ჩასადგმელი თაღოვანი ნიშია. მსგავსი ნიშია კარის მარჯვნივ, ერთი მეტრის სიმაღლეზე. შენობა დასრულებულია წრეთარგით და ლილვით შედგენილი ლავგარდნით. მოგვიანებით ეკლესიისთვის მიუშენებიათ სამრეკლო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17630