ხახვთესლა (ლათ. Lysimachia verticillata) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე. ღერო წამოწეულია, მარტივი ან დატოტვილი, დანაწევრებული ბეწვით მოფენილი. ფოთლები მოპირისპირეა, მომრგვალოკვერცხისებური ან კვერცხისებური, ორივე მხარეზე მოკლედ და გაფანტულად შებუსული. ჯამი თითქმის ძირამდეა განკვეთილი, ლანცეტა ფორმის. გვირგვინი ყვითელია კვერცხისებური ან მოგრძოკვერცხისებური. იზრდება მთის ქვედა სარტელში ტენიან ადგილებში. სარეველა მცენარეა. გვხვდება საქართველოში დასავლეთ ნაწილსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.

ხახვთესლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფურისულასებრნი
გვარი:  Lysimachia
სახეობა:  ხახვთესლა
ლათინური სახელი
Lysimachia verticillata (Greene) Hand.-Mazz.

ლიტერატურა

რედაქტირება