ხაშურის საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხაშურის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში. აშენებულია XX საუკუნის დასაწყისში. 1954 წელს შეკეთებული და რეკონსტრუირებულია (გადიდებულია სამზარეულო და შეცვლილია სახურავი). შენობა ორსართულიანია. რიყის ქვითა და აგურით ნაგები ქვედა სართული ნახევრად მიწაშია ჩამჯდარი. ამ სართულის დასავლეთ ნაწილი ორ მხარეს გახსნილი სათავსია, აღმოსავლეთით კი მარანია. ღია სათავსს ქუჩიდან აქვს შესასვლელი. მარანში გადახურვის ხის კოჭი ერთ სვეტს ეყრდნობა. დასავლეთ ნაწილში გაჭრილია სარკმელი და კარი. შესასვლელთან ახლოს, ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში ქვის ბუხარია. აღმოსავლეთ კედელთან სხვადასხვა ზომის ქვევრებია ჩაფლული. საცხოვრებლის ზედა სართული ფიცრულია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობა. ამ სართულზე ორი საცხოვრებელი ოთახი (თითოეული 30მ²) და სამზარეულოა. ეზოდან ხის კიბე ადის II სართულის უკანა აივანზე, საიდანაც ერთი კარი ოთახში შედის, ხოლო მეორე - სამზარეულოში.

სახლის მთავარი ფასადი ქუჩაზე გადის. ქვედა სართულის ყრუ კედრლში შესასველელია გაჭრილი, ზედა სართულზე კი ღია აივანია. აივანზე ორი კარი და ოთხი ფანჯარა გამოდის. აივანი ხვეული კიბით ქორედს უკავშირდებოდა (ამჟამად ქორედის სართული შეცვლილია თუნუქის სახურავით და კიბე სხვრნზე ადის). აივნის გადახურვა ეყრდნობა ხის შვიდ სვეტს, რომელთა შორის ჭვირული ელემენტით შემკული მოაჯირია, ხოლო ზედა ნაწილი მორთულია ხის დეკორატიული ელემენტებით.

ლიტერატურა

რედაქტირება