ხარიბერტ I
ხარიბერტ I (ფრანგ. Charibert I; დ. დაახლ. 517 — გ. ნოემბერი ან დეკემბერი, 567) — ფრანკების მეფე 561-567 წლებში. მეროვინგების დინასტიის წარმომადგენელი, ხლოტარ I-ს და ინგუნდას ვაჟი.
მამის გარდაცვალების შემდეგ ფრანკების სახელმწიფო ოთხ ნაწილად დაიშალა. ხარიბერტს შეხვდა პარიზის მიმდებარე ტერიტორიები. აღნიშნული ტერიტორია იყო ფრანკების სამეფოს ყველაზე მდიდარი ნაწილი. დედაქალაქის გამო ამ სახელმწიფოებრივმა გაერთიანებამ მიიღო პარიზის სამეფოს სახელი.
ჰყავდა ოთხი ცოლი და ოთხი შვილი. გარდაიცვალა 567 წელს პარიზში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Charibert I von Frankenkoenig. Genealogie Mittelalter: Mittelalterliche Genealogie im Deutschen Reich bis zum Ende der Staufer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-01-16.