ხან შუშინსკი
ხან შუშინსკი (აზერ. Xan Şuşinski, ფსევდონიმი; ნამდვილი სახელი და გვარი — ისფენდიარ ასლან-ოღლუ ჯავანშიროვი;[1] დ. 20 აგვისტო, 1901, შუშა — გ. 18 მარტი, 1979, ბაქო) — აზერბაიჯანელი მომღერალი-ჰანენდე, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1943).
ხან შუშინსკი აზერ. Xan Şuşinski | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ისფენდიარ ასლან-ოღლუ ჯავანშიროვი |
დაბ. თარიღი | 20 აგვისტო, 1901 |
დაბ. ადგილი | შუშა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 18 მარტი 1979 (77 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
ჟანრ(ებ)ი | მუღამი |
აქტიური | 1918–1979 |
ჯილდოები | აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი |
საიტი | xan.musigi-dunya.az |
ხან შუშინსკი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა 1901 წელს შუშაში. 16 წლის ასაკში, შუშის ერთ-ერთ მეჯლისზე გამოსვლის დროს მუღამ „ქიურდ-შაჰნაზის“ რთულ მაღალ რეგისტრში ოსტატურად შესრულებით მიიპყრო ყურადღება. ახალგაზრდა ისფენდიარს მასწავლებელმა ისლამ აბდულაევმა მიანიჭა სახელი „ხანი“.[2]
თავისივე თქმით, მისი ოსტატობის შემდგომ სრულყოფაში დიდი როლი შეასრულეს ჯაბარ გარიაღდიოღლუმ და სეიდ შუშუნსკიმ.[2] ხან შუშინსკი ძლიერი ხმის მქონე ფართო დიაპაზონით ოსტატურად ასრულებდა ყველა მუღამს. კარგად უკრავდა დაფდაფზე, რის გამოც ყოველთვის წარმატებით ასრულებდა რიტმულ მუღამებს.[2]
1960-იან წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილამონიაში შეძლო მუღამის სტუდიის ორგანიზება, აგრეთვე ასწავლიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალურ სასწავლებელში.
სქოლიორედაქტირება
- ↑ İsfəndiyar Aslan oğlu Cavanşirov (Xan Şuşinski) yoldaşın Azərbaycan SSR Ali Sovetinin Fəxri Fərmanı ilə təltif еdilməsi haqqında Azərbaycan SSR Ali Soveti Rəyasət Heyətinin 29 dekabr 1971-ci il tarixli Fərmanı — anl.az
- ↑ 2.0 2.1 2.2 З. Сафарова. Шуша — храм нашей музыки // журнал : Музыкальная академия. — Композитор, 2002. — № 1. — С. 210—211.