შუშანინ დაგლარი ბაშნი დუმანლი
«შუშანინ დაგლარი ბაშნი დუმანლი» (აზერ. Şuşanın dağları başı dumanlı — შუშის მთების მწვერვალები ნისლითაა დაფარული[1]) — ხანენდე ხან შუშინსკის[1] მიერ დაწერილი ქალაქ შუშისადმი მიძღვნილი პატრიოტული აზერბაიჯანული სახალხო სიმღერა, რომელშიც ქალაქი შედარებულია მშვენიერ ქალიშვილთან. სიმღერა სრულდება მუღამის სტილში ტარასა და კიმანჩის საშუალებით შესრულებული მუსიკის ქვეშ.
„შუშანინ დაგლარი ბაშნი დუმანლი“ | |
---|---|
სიმღერა — ხან შუშინსკი | |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
გამოსვლის თარიღი | XX საუკუნე |
ჟანრი | მუღამი |
ავტორ(ებ)ი | ხან შუშინსკი |
ისტორია
რედაქტირებასიმღერა შექმნა XX საუკუნის აზერბაიჯანელმა ხანენდემ ხან შუშინსკიმ. გრამაფონის ფირზე ჩაწერისას მუსიკოსს უთხრეს, რომ სიმღერა შეიცავს ბევრ სევდისმომგვრელ სიტყვებს, ისეთებს, როგორიცაა «ნისლი» და «გარდავიცვლები», რაზეც ხანენდემ უპასუხა, რომ მთის მწვერვალები უნდა იყვნენ ნისლში (ამის თქმისას ნისლში მყოფ შუშის ერთ-ერთ მთის მწვერვალზე მიუთითა), ხოლო «გარდაცვალება» არ ნიშნავს სიკვდილს თავისი პირდაპირი მნიშვნელობით.[2] მაგრამ შუშინსკისაგან მაინც მოითხოვეს სიმღერის ტექტის გადაკეთება, უთხრეს რა, რომ საბჭოთა შუშის მთების მწვერვალები ვერ იქნებიან «ნისლში», და ხენენდემ ჩაწერა სიმღერა ახალი რედაქციით, სადაც პირველი სტრიქონი გადააკეთა ასეთი სახით - «შუშანინ დაგლარი დეილ დუმანლი» (აზერ. Şuşanın dağları deyil dumanlı — შუშის მთები არ არიან დაფარული ნისლით).[2][3] თუმც დღესდღეობით ეს სიმღერა სრულდება თავდაპირველად შექმნილი ვარიანტით.
ამის შედეგად, ამ სიმღერამ ფართო გავრცელება ჰპოვა ზეპირსიტყვიერებაში, ფოლკლორში გადავიდა და სახალხო კუთვნილება გახდა. იგი «აზერბაიჯანის სახალხო სიმღერების» კრებულშიც კი იქნა შეტანილი(1967).[4] ეს სიმღერა მუღამის შემსრულებლების ტრიომ შეასრულა აზერბაიჯანული საბჭოთა ფილმის «დერვიში პარიზს აფეთქებს» (1976) ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც მოქმედება ვითარდება ყარაბაღში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Земфира Сафарова. Шуша — храм нашей музыки // Музыкальная академия / Главный редактор Ю. С. Корев. — Композитор, 2002. — № 1. — С. 211.
- ↑ 2.0 2.1 V. Muxtaroğlu. Xan Zirvəsi (აზერბაიჯანული)
- ↑ Mina Rəşid. Qarabağın Xanı (недоступная ссылка). газета «Mədəniyyət». 24.07.2010.
- ↑ Азербайджанские народные песни / Сост. С. Рустамов. — Баку, 1967.