ხანკა პალდუმი (ბოსნ. Hanka Paldum; დ. 28 აპრილი 1956) — ბოსნიელი მომღერალი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხანკა დაიბადა აღმოსავლეთ ბოსნიის ქალაქ ჩაინიჩეში მუიო და პემბა პალდუმების ოჯახში.[1] მას ჰყავს ორი ძმა მუსტაფა და ისმაილი, ასევე ორი და – რაზა და რასემა. მამამისი ტყისმჭრელი იყო, დედა კი ხალიჩების მქსოველი. როცა ხანკა შვიდი წლის გახდა, ოჯახი ჩაინიჩედან სარაევოში გადმოვიდა საცხოვრებლად.[2]

სიმღერის დასაწყისი

რედაქტირება

პალდუმმა სიმღერა დაიწყო პირველ კლასში. როგორც იგონებს, ერთხელ მატარებლით მგზავრობისას იგი გვირაბში შესვლისას მღეროდა, გამოსვლისას კი ჩუმდებოდა, რადგან მგზავრების რცხვენოდა. მგზავრები კითხულობდნენ, ვინ მღეროდა, მაგრამ იგი ვერ პასუხობდა სირცხვილისგან.[3]

კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

შემდგომ იგი მღეროდა სარაევოს რადიოში, პირველი კრებული კი ჩაწერა 1973 წელს. 1975 წელს მან გაიმარჯვა ახალგაზრდა მომღერალთა კონკურსში. 1970-იანების ბოლოს ცოლად გაჰყვა მურადიფ ბრკიჩს, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი მინელა (დ. 1981) და ვაჟი მირზადი (დ. 1985). ბრკიჩთან გაყრის შემდეგ დაქორწინდა ფუად ჰამზიჩზე, რომელსაც მოგვიანებით ასევე გაეყარა.

ბოსნიის ომი

რედაქტირება

ბოსნიის ომის პერიოდში ხანკა ცხოვრობდა სარაევოში და ატარებდა კონცერტებს სარაევოს დამცველებისთვის.

ომის შემდგომ

რედაქტირება

ომის შემდეგ პალდუმმა ჩაწერა რამდენიმე ალბომი, მათ შორის დაე იყოს გულიდან... (ბოსნ. Nek je od srca; 1999) ჯგუფ ჰარი მატა ჰარისთან ერთად. ალბომის ორი სიმღერა შავი თოვლი (ბოსნ. Crni snijeg) და ყველა მდინარე მიაღწევს ზღვას ((ბოსნ. Svaka rijeka moru stići će) ჰიტად იქცა. 2004 წელს მისი კარიერის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩატარდა დიდი კონცერტი სარაევოში, რომელსაც ყოფილი იუგოსლავიის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2013 წელს სილოსის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილმა ტყვემ, სერბმა გორან გოლუბმა გამოაცხადა, რომ 1993 წლის 10 თებერვალს პალდუმმა იგი ნახა ტყვეობაში და აწამა.[4] პალდუმმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სილოსის ბანაკში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო სარაევო ერთხელ დატოვა სარაევოს გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 1993 წლის 26 სექტემბერს, როცა იგმანის მთაზე მყოფი ბოსნიელი ჯარისკაცებისთვის მან და სხვა მომღერლებმა კონცერტი ჩაატარეს.[5] ცრუბრალდებების გამო გოლუბის ადვოკატს, დუშკო ტომიჩს პალდუმმა სასამართლოში უჩივლა.[6]

2014 წელს მან სახლიდან გააგდო თავისი შვილი მირზადი, რომელსაც პოლიციამ ჰეროინი და პისტოლეტი უპოვა.[7][8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hanka Paldum biografija. Poznati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-02. ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  2. Hanka Paldum o Bijelom dugmetu: Stvarana je muzika koja nikoga ne ostavlja ravnodušnim. Radio Sarajevo (17/11/2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  3. Hanka Paldum. BiHnet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-30. ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  4. OTKRIĆE KURIRA: Hanka Paldum mučila Srbe u logoru. Kurir-Info (19/01/2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-05. ციტირების თარიღი: 27/05/2013.
  5. Hanka Paldum: Nikad nisam bila u logoru Silos. Nezavisne (22/01/2013). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  6. Hanka Paldum prijavila advokata zbog "iznošenja laži": Jedva čekam da se skine ljaga sa mog imena!. Svet (22/03/2013). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  7. MUKE Hanka Paldum: Sina sam izbacila iz kuće, ne želim da ga vidim!. Puls (23/11/2014). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  8. Hanka Paldum sina izbacila iz kuće: Duša me boli, ali nemam drugog izbora!. Alo (23/11/2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-18. ციტირების თარიღი: 27/05/2015.