ხათუნა გოგორიშვილი

ქართველი ბიოლოგი, იურისტი და პოლიტიკოსი

ხათუნა გოგორიშვილი (დ. 4 სექტემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი, იურისტი და პოლიტიკოსი.

ხათუნა გოგორიშვილი
დაბადების თარიღი 4 სექტემბერი, 1964 (1964-09-04) (59 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები
ეროვნება ქართველი
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის VI, VII, VIII და IX მოწვევის დეპუტატი

1987 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ — სამართალმცოდნეობისა.

1982-1990 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1981-1982 წლებში იყო ფიგურული სრიალის სპეცსკოლის ლაბორანტი. 1987-1991 წლებში — სოფ. კიკეთის საშუალო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი. 1990-1993 წლებში იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საორგანიზაციო განყოფილების გამგე. 1993-2009 წლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის კომისიის წამყვანი სპეციალისტია, აპარატის უფროსი. 2003-2004 წლებში — პოლიტიკური გაერთიანება „გაერთიანებული დემოკრატები“-ს სამსახურის უფროსი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის“. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (2017-დან ევროპული საქართველო), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (2016-დან).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება