ხაზართა ლაშქრობები საქართველოში
ხაზართა ლაშქრობები საქართველოში — ხაზარებმა საქართველოში პირველად ილაშქრეს 627 წელს ბიზანტიის მოკავშირე თურქთა დასავლეთ სახაკანოს ჯარებთან ერთად. 628 წელს მათ თბილისი აიღეს. დაახლოებით 650 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ხაზართა ძლიერი სახელმწიფოს შექმნას და სამხრეთისაკენ მათი აგრესიის გავრცელებას დაემთხვა ამიერკავკასიის ქვეყნებში არაბთა გაბატონება . ამ დროიდან ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის ბრძოლა ხაზარებს არაბთა სახალიფოსთან უხდებოდათ. ურთიერთბრძოლაში ხაზარები და არაბები დარუბანდთან ერთად ხშირად იყენებდნენ დარიალის კარს, რის გამოც საქართველოს ტერიტორია საბრძოლო ასპარეზად იქცეოდა. ძველი საისტორიო წყაროები მოგვითხრობენ 764 წელს ხაზართა მიერ კვლავ თბილისის აღების და ქართლიდან ერისმთავარ ჯუანშერისა და მისი დის შუშანის გატაცების ამბავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოილაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 414.