ჯუანშერ ჯუანშერიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯუანშერი (ერისთავი))

ჯუანშერ ჯუანშერიანი, ჯუანშერი ქართველი ისტორიკოსი, რომელსაც „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მიეკუთვნება ამ კრებულში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგასლის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით — „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“ და, შესაძლოა „წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი“.

ჯუანშერის მოღვაწეობის ხანად, ტრადიციულად, მიჩნეული იყო XI საუკუნე, მაგრამ უახლოესი გამოკვლევებით დგინდება, რომ აღნიშნული თხზულებები VIII საუკუნეშია დაწერილი[1].

იყო შეხედულებაც, რომ ჯუანშერის სახელით ცნობილი საისტორიო თხზულება მთლიანად უნდა ეკუთვნოდეს ისტორიკოს ლეონტი მროველს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Stephen H. Rapp Jr. Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Contexts, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, vol. 601, subsidia, vol. 113. Louvain: In aedibus Peeters, 2003