ჭყოპიანის წმინდა გიორგის ეკლესია
ჭყოპიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.
ჭყოპიანის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ჭყოპიანი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
დარბაზული ეკლესია ნატეხი ქვითაა დუღაბზე ნაგები. ბოლო წლებში ცემენტით დაუდევრადაა შეკეთებული. გადახურულია ხის ორფერდა კონსტრუქციაზე დაწყობილი აზბესტით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთის სარკმელი სწორკუთხაა. ჩრდილოეთ კედელში აფსიდა არასრული ნახევარწრის ფორმისაა სწორკუთხა ნიშით. ეკლესიის კედლებში რამდენიმე ჯვრის გამოსახულებიანი ქვაა ჩადგმული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38155