ჭრელი კბილა სოკო, ჭრელი ფირფიტკბილა (ლათ. Lentinus tigrinus) — სოკო აბედოვანთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 4-10 სმ აღწევს, გვერდები ბრტყელია. ჯერ ამოზნექილია, შემდეგ ცენტრში ჩაღრმავება ჩნდება, შესაძლოა ძაბრისებრი. ქსოვილის საფარი მოთეთროა, დაფარულია მოშავო-მოყავისფრო ჯაგარა ქერცლით, რომელიც მეტწილად ცენტრშია გავრცელებული. ფეხი თხელი აქვს და ქუდის მსგავსად დაფარულია ქერცლით. ფირფიტები ვიწროა, რბილობი მოთეთროა, ფეხის ძირში მუქი, ჰაერზე წითლდება. განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე. იზრდება ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებსა და მათ ფესვებზე ზაფხულ-შემოდგომით. იჭმება მხოლოდ ნორჩი და ახალი.

ჭრელი კბილა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აბედასნაირნი
ოჯახი:  აბედოვანნი
გვარი:  ლენტინუსი
სახეობა:  ჭრელი კბილა სოკო
ლათინური სახელი
Lentinus tigrinus

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 86, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება