ჭოტი (ნაყოფი)
ჭოტი (ლათ. siliqua) — მშრალი ცრუ ორბუდიანი პარაკარპული ნაყოფი, რომლის სიგრძე რამდენჯერმე აღემატება სიგანეს. ასეთი ნაყოფი ახასიათებს კომბოსტოსებრთა ოჯახის უმრავლესობას. ვითარდება ორი ნაყოფფოთლისაგან და იხსნება ფუძიდან წვერისკენ ორი საგდულით. გახსნის შემდეგ საგდულები ცვივა და შუაში გამჭვირვალე ტიხარი რჩება თესლებით. იშვიათად ჭოტი უხსნადი (ბოსტნის ბოლოკი) და დანაწევრებულია (ბოლოკურა).[1] ასეთივე აგებულობის ნაყოფებს, რიმელთა წიგრძე ნაკლებია ან უდრის სიგანეს, ჭოტაკი ეწოდება.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მცხვეთაძე ჯ., ჭოტი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 405.
- ↑ Стручок // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 346.