ჭონა
ჭონა — უძველესი ქართული ხალხური ტრადიცია, რიტუალისა და ლექს-სიმღერის შესრულება სააღდგომოდ. ნიღბიანი შემსრულებლების გუნდი ჩამოივლიდა კარდაკარ, ოჯახებს ულოცავდა აღდგომის დღესასწაულს და საჩუქრად იღებდა სააღდგომო წითლად შეღებილ კვერცხს. ჭონა სამხმიანი სიმღერაა. მის მელოდიას, ქართლ-კახური სუფრული სიმღერების მსგავსად, ორი ზემოთა ხმა ავითარებს გაბმული ბანის ფონზე. არსებობს ვარაუდი ჭონის წინარე ქრისტიანული წარმომავლობის შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 404.