საკულტო-რიტუალური სიმღერა

საკულტო-რიტუალური სიმღერა — მუსიკალური ფოლკლორის მნიშვნელოვანი ჟანრი. სიმღერა, რომელიც შესაბამისი რიტუალებით გამოხატავს როგორც წარმართული, ისე ქრისტიანული ღვთაებებისადმი მოკრძალებას, მათ წინაშე ქედის მოხრას. ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშებია: კახური, რაჭული, გურული —„ალილო“; ქართლ-კახური —„იავნანა“, „ლაზარე“ ანუ „გონჯარობა“, გურული — „მზე შინა“, „ბატონებო“ ანუ „საბოდიშო“; ქართლური — „ჭონა“; კახური - „დიდება“, თუშური — „დალა“; კახური, იმერული, გურული, მეგრული - „ზარი“; სვანური — „ჯგრიაგ“, „კვირია“, „ლილე“, „ბარბალ დოლაშ“ და სხვა. ხევსურული — „ხმით ნატირალი“, „ძახილით ტირილი“, „დავლ-ტირილი“; ფშაური — „ჯვარი წინასა“; მოხევური — „ჯვარული“, „დიდება“; მთიულური — „ლომისის ჯვრისა“ და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 685, თბ., 1984