ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა
ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); გიორგი ჭყონდიდელის ქუჩიდან ჭიჭიკო ბენდელიანის გორამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში, 1948 წლმდე ავიაქიმის ქუჩა ერქვა. სახელწოდება დაკავშირებულია საზოგადოება „ავიაქიმთან“ (ოსოავიქიმი — თავდაცვის, საავიაციო და ქიმიური მშენებლობის ხელშემწყობი საზოგადოება), შემდეგ ჭიჭიკო ბენდელიანის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი, 2 ჩიხი.
ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ნაძალადევი |
წინა სახელები | ავიაქიმის ქუჩა |
ჭიჭიკო ბენდელიანის გორა
რედაქტირებაჭიჭიკო ბენდელიანის გორა — გორა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩიდან ვლადიმერ ლუბოვსკის ქუჩამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 31-33, ISBN 978-99928-20-35-3.