ჭინჭრისდედა
ჭინჭრისდედა (ლათ. Lamium album) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. მისი ფოთლები ჭინჭრისას წააგავს, მაგრამ მსუსხავი ბეწვები არ აქვს.
ჭინჭრისდედა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჭინჭრისდედა | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Lamium album | ||||||||||||||
|
იზრდება საქართველოს ყველა რაიონში. ყვავილი და ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინს და ასკორბინმჟავას. ხარობს მთელს ევროპასა და წინა აზიაში, იზრდება ყველანაირ გარემოში, თუმცა ნესტიანი, ნოყიერი ნიადაგი ურჩევნია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გურგენიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 400.