ჭინათის წმინდა კვირიკეს ეკლესია

ჭინათის წმინდა კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინათში, სოფლის სასაფლაოზე.

იგი გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს და შვერილი წრიულ აფსიდიანია. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. აბსიდის მხრებისთვის გამოყენებულია თლილი ქვის კვადრები. აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდით. ჩრდილოეთი კედელი დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო სამხრეთი და დასავლეთი კედლების სიმაღლე 8-9 მეტრს აღწევს. სამხრეთ კედელზე შემორჩენილია სარკმლების ღიობები. სამხრეთის და დასავლეთის შესასვლელები შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავულია. სამხრეთი კარი ნაოთხალია. ეკლესიის ინტერიერში ამოსულია დიდი ზომის მცენარეები და ეკალ-ბარდები, რის გამოც დეტალების გარჩევა ვერ ხერხდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9111