ჭიაური (მთა)
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ჭიაური — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის ქედის ჭიაურის შტოქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2018 მ. აგებულია ზედაცარცული ქვიშაქვებითა და კირქვებით. აქვს გუმბათის მოყვანილობა, დამრეცი კალთები. წვერი შემოსილია მეორეული სუბალპური ბალახეულით, კალთები — შერეული ფართოფოთლოვანი ტყით.
ჭიაური | |
---|---|
ჭიაურის ხედი თიანეთიდან | |
კოორდინატები: 42°10′50″ ჩ. გ. 45°01′13″ ა. გ. / 42.18056° ჩ. გ. 45.02028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2018 მ |
ქედი | კახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და კირქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 397.