ჭერემის სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში, დგას მდინარე ჭერმისხევის მარცხენა ნაპირზე, სოფლის სამხრეთით, შარაგზის პირას, განეკუთვნება მუსტიეს ხანას. ძველი წელთაღრიცხვით 1971 წელს მიაკვლია კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ.ფიცხელაური) ქვის ხანის რაზმმა (ხელმძღვანელი თ. ბუგიანიშვილი).

სადგომზე (ფართობი 25x25 მეტრი) ნაპოვნია შუაპალეოლითური კაჭჟის ოთხი ნივთი: სამკუთხედისებრი მოყვანილობის კაჭარზე გაფორმებული ერთფუძიანი განივი, დაბალი, ფართო და მოგრძო ანატკეცები და პატარა სამკუთხედისბურ ანატკეცებზე გაკეთებული წვეტანა.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა რედაქტირება