ჭერემის კვირიკეს ეკლესია
ჭერემის კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის ჩრდილო–დასავლეთით 2 კილომეტრზე, გორაზე. ითვლება ჭავჭავაძეების საგვარეულო სალოცავად. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით აგებულია XIX საუკუნის ბოლოს.
შენობა გეგმით სწორკუთხაა (4,85x3,8 მეტრი), აფსიდით და უსარკმლო. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი მოწყობილი აქვს ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეში. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთ კედელში ორი ოთხკუთხა ნიშაა. ერთი მსგავსი ნიშა ჩრდილოეთ კედელშიცაა. ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში დგას ტრაპეზი.
ეკლესია გადახურულია ხის ორფერდა სახურავით, რომელიც კრამიტითაა დაბურული. სახურავის კეხის დასავლეთ ბოლოში ხის დიდი ჯვარია აღმართული.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 234–235.