ჭარელიძეები, ჭარელები, — ფეოდალური საგვარეულო შუა საუკუნეების რაჭაში. იხსენებიან XIV საუკუნის სორის ტაძრის წარწერაში, როგორც რაჭის ერისთავები. შემდგომ ერისთავობა ხელთ ჩაიგდეს ჩხეიძეებმა, რომელთაც ციცი ჭარელს თვალები დათხარეს და ცოლ-შვილიანად გაყიდეს. XV საუკუნეში ჭარელიძეები რაჭის საერისთავოს აზნაურები იყვნენ.

სორის ფრესკა წარწერით: „[ქ. შევამკეთ ესე ეკლესია. მრავალძლის] წმინდა გიორგის [შეწევნი]თა მღვდელმსახ[ურთა და] ჭარელისძე გ(იორგ)ი [ს(ით)ა]. [ხელითა ფ(რია)დ ცოდვი[ლისა და] ვითისისა და მნათეს შ[ვი]ლისა და ბი[ნცა] შ[ანდო]ბა ბრძანაო[თ], [თქვენცა] შეგინ[დვნეს] ღ(მერ)თმან.“


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.