წყნარი დონის კაზაკების ძეგლი
წყნარი დონის კაზაკების ძეგლი (რუს. Памятник казакам Тихого Дона) — სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც მდებარეობს მილეროვო-ვიოშენსკაიას გზატკეცილის 120-ე კილომეტრზე, ხუტორ კრუჟილინსკის მახლობლად. მოქანდაკე ნ. მოჟაევის, ე. მოჟაევასა და ნ. შჩერბაკოვის მიერ შექმნილი ფიგურა არის დონელი კაზაკის კრებითი სახე. ძეგლი მოსჩანს შორიდან, რადგან მისი სიმაღლე ყორღანთან ერთად შეადგენს 14 მეტრს, ძეგლი დგას ორი გზის გადაკვეთაზე[1]. როსტოვის ოლქის კულტურის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის 16 ნოემბრიდან იგი შედის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].
წყნარი დონის კაზაკების ძეგლი რუს. Памятник казакам Тихого Дона | |
---|---|
კოორდინატები | 49°25′40″N 41°40′56″E / 49.427806° ჩ. გ. 41.682278° ა. გ. |
მდებარეობა | კრუჟილინსკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
მოქანდაკე | ნ. მოჟაევი |
მასალა | ბრინჯაო |
სიმაღლე | 6 მ. |
დასრულების თარიღი | 1994 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აღწერა
რედაქტირებაძეგლი წარმოადგენს დონელი კაზაკის ექვსმეტრიან, რვატონიან ცხენოსნის გამოსახულებას, რომელიც დამზადებულია ბრინჯაოსაგან და დგას რვამეტრიან მიწაყრილ ყორღანზე. კაზაკი გამოსახულია სამხედრო ფორმაში ქუდით. მთელი სკულპტურული კომპოზიცია დგას დაბალ ბეტონის კვარცხლბეკზე. ყორღანის ძირში მდებარეობს ქვა, რომელზეც წარწერაა: „წყნარი დონის კაზაკებს“, საერთო სახალხო ძეგლს ზოგჯერ ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს მიხეილ შოლოხოვის რომან-ეპოპეის წყნარი დონის მთავარი გმირის, გრიგორი მელეხოვის ძეგლს[3].
ისტორია
რედაქტირებასკულპტურული კომპოზიციის პროექტი შეიმუშავეს 1956 წელს ოქტომბრის რევოლუციის მე-40-ე წლისთავთან დაკავშირებული გამოფენის მზადების პერიოდში. ქანდაკების 70 სმ-ის სიმაღლის მაკეტმა თავდაპირველად მიიღო სახელწოდება „Трубач“, მოგვიანებით ეწოდა - „Орлёнок“, ხოლო მოგვიანებით - „В донских степях“, მხოლოდ 1995 წელს, უკვე გახსნის შემდეგ, მას ეწოდა თანამედროვე სახელი.
ქანდაკების მაკეტი წარმოადგინეს მოსკოვში და ბრიუსელში, მიენიჭა ლენინური კომკავშირის პრემია. იგი შეიძინა უკრაინის სსრ-ის კულტურის სამინისტრომ და მასზე მუშაობა მიმდინარეობდა ხარკოვის სამხატვრო მუზეუმში. 1982 წელს ნ. მოჟაევმა თაბაშირის მაკეტი აჩუქა მიხეილ შოლოხოვს. ამჟამად აღნიშნული მაკეტი შედის მიხეილ შოლოხოვის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ექსპონატების შემადგენლობაში.
ქანდაკებით დაინტერესდა სკკპ-ის როსტოვის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ივან ბონდარენკო, მან შესთავაზა ჩამოესხათ ძეგლი და დაედგათ დონის როსტოვის ჩრდილოეთის გასასვლელში. ქანდაკების შექმნა გადაწყდა ლუგანსკში, სამხატვრო კომბინატში. ბრინჯაოში ჩამოასხეს 1991 წელს ლენინგრადის ექსპერიმენტულ ქარხანა „მონუმენტსკულპტურაში“. ძეგლი დაამონტაჟა კიევის სამხატვრო სახელოსნოს ბრიგადამ. გახსნის ცერემონია გაიმართა 1994 წლის მაისში[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Описание Скульптурная композиция «Казакам Тихого Дона». Rutraveller. ციტირების თარიღი: 2017-03-03.[მკვდარი ბმული]
- ↑ Объекты культурного наследия. Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2017-03-04.
- ↑ Памятники литературным героям. Государственный музей-заповедник М. А. Шолохова. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ Памятник «Казакам Тихого Дона». Государственный музей-заповедник М. А. Шолохова. ციტირების თარიღი: 2017-03-03.