მთავარი მენიუს გახსნა

წყლის პერი, ლემნა (Lemna) — მცენარეთა გვარი წყლისპერისებრთა ოჯახისა. მეტისმეტად პატარა მრავალწლოვანი ბალახებია. მათი მომრგვალო თუ მოგრძო ფოთლისებრი მწვანე სხეული წყლის ზედაპირზე ტივტივებს ან წყალშია მოქცეული. ყვავილობს მეტად იშვიათად, ძირითადად მრავლდება ვეგეტატიურად.

წყლის პერი
Eendekroos dicht bijeen.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  წყლისპერისებრნი
გვარი:  წყლის პერი
ლათინური სახელი
Lemna

ცნობილია 10 სახეობა, რომლებიც გვარცელებულია მთელ დედამიწაზე, იზრდება დამდგარსა და მდოვრე მტკნარ წყლებში. საქართველოში მხოლოდ 3 სახეობა გვხვდება ველისა და ტყის სარტყლებში.

ზოგჯერ წყლის ზედაპირზე ქმნის მთლიან საფარს. ჭამენ მოცურავე ფრინველები.

ლიტერატურარედაქტირება