ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

წყლის ზამბახი (ლათ. Iris pseudacorus) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მაღალია. ფოთლები ხმლისებურია ან ხაზური. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები შიშველია, კაშკაშა ყვითელი ან მკრთალი ყვითელი.ყვავილის შიგნითა ფოთლები უკუკვერცხისებურია, ძალიან პატარა ზომის, გარეთა ფოთლების იმ ადგილას, სადაც ფირფიტა ფრჩხილში გადადის, მუქი ყვითელია, ნარინჯისფერი ლაქა აქვს და მოწითალო-ყავისფერი ძარღვები გასდევს. იზრდება დაბლობზე და მთის ქვედა სარტყელში – ჭაობებში, ტბებსა და მდინარეების ნაპირებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ციმბირს.

მწვავე კლდისდუმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანნი
რიგი:  Asparagales
ოჯახი:  ზამბახისებრნი
გვარი:  ზამბახი
სახეობა:  წყლის ზამბახი
ლათინური სახელი
Iris pseudacorus L.
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 163999

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წყლის_ზამბახი“-დან