წყლის გუშაგი
წყლის გუშაგი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში — უცნაური, საცეცებიანი არსება, რომელიც ცხოვრობდა მორიის დასავლეთ კარიბჭესთან მდებარე პატარა ტბაში. განდალფის აზრით, გუშაგები გავრცელდნენ ნისლიანი მთების წყლებიდან.
მესამე ეპოქის 2944 წელს მან მოკლა ოინი, ბილბო ბეგინსის ერთ-ერთი თანმხლები მარტოსული მთისკენ მიმავალ გზაზე.
როდესაც ბეჭდის საძმო შევიდა მორიაში[1], გუშაგმა თავისი საცეცით ფროდო ფეხით დაიჭირა. სემმა მოკვეთა საცეცი, მაგრამ წყლიდან გამოჩნდა კიდევ მრავალი[1]. საძმომ შეაღწია მორიაში, მაგრამ გუშაგმა მათ კარი გადაუკეტა. ბილმა, სემის პონიმ, შეძლო გაქცევა და თავად მოძებნა სერის გზა.
უცნობია, რატომ დაესხა ეს გუშაგი თავს საძმოს - იცავდა ის მორიას თუ მოქმედებდა სარუმანის/საურონის განკარგულებით. მორიის ამბის შემდეგ კი ის საბოლოოდ გაქრა.
პერსონაჟის შექმნა, როგორც ვარაუდობენ, განაპირობა ლეგენდამ გიგანტურ მოლუსკებზე, კრაკენებზე, რომლებიც ნორვეგიისა და ისლანდიის ზღვებში იმალებოდნენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წყლის გუშაგი — საიტზე Tolkien Gateway
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), "მოგზაურობა წყვდიადში", ISBN 0-395-08254-4 p. 298-302.