წყალნაწყენი (ლათ. Epilobium) — მცენარეთა გვარი წყალნაწყენისებრთა (ონაგრასებრთა) ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. მტევნებად შეკრებილი მეწამული ან ვარდისფერი ყვავილები აქვთ. 200-მდე სახეობა გავრცელებულია დედამიწის ტროპიკების გარე ოლქებში. საქართველოში გავრცელებულია 18 სახეობა; იზრდებიან იზრდებიან დაბლობიდან ალპურ სარტყელამდე მდინარეთა ნაპირებზე, დაჭაობებულ და ტენიან ადგილებში, ტყეებში. E. hirstum-ი კარგი თაფლოვანი მცენარეა. ფოთლები შეიცავს C ვიტამინს.

წყალნაწყენი
Epilobium hirsutum
Epilobium hirsutum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  წყალნაწყენისებრნი
გვარი:  წყალნაწყენი
ლათინური სახელი
Epilobium

ლიტერატურა

რედაქტირება