წყალდიდობა ევროპაში (2002)
წყალდიდობა ევროპაში — 2002 წლის აგვისტოში მომხდარი ძლიერი წყალდიდობა. ყველაზე მეტად დაზარალდა ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ხორვატია. სწორედ 2002 წელს დაფიქსირდა ბოლო 100 წლის განმავლობაში ევროპის უძლიერესი წყალდიდობა[1], რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია.
ძლიერი წვიმები 10 აგვისტოდან დაიწყო და დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდა. ნაპირებიდან გადმოვიდა დიდი და პატარა მდინარეები, რომლებიც უძლიერეს ნაკადებად გადაიქცნენ და რომლებმაც წალეკეს გზა და გზა დასახლებული ადგილები.
პრაღაში მდინარე ვლტავის დონემ 7 მეტრით აიწია, ხოლო გერმანიაში ელბას დონე თითქმის 10 მეტრით გაიზარდა. ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მდინარემ დუნაიმ დატბორა ავსტრიის, სლოვაკეთის, ხორვატიის დიდი ნაწილები, ხოლო დუნაის შენაკადმა ტისამ დატბორა რუმინეთისა და ბულგარეთის რიგი სოფლები.
წყალი და ტალახიანი ნაკადები საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და საფრთხის ქვეშ დააყენა სხვადასხვა ქვეყნების კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა: ქალაქები, სახლები, ქუჩქები, მეტროპოლიტენები, რკინიგზები, ხიდები, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები და ა.შ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Wild Weather Has Happened Before, Will Again“. USA Today. 2002-08-19. ციტირების თარიღი: 2008-01-28.