წმინდა მონიკა
წმინდა მონიკა (დ. 332, ჩრდილოეთ აფრიკა — გ. 387, ოსტია, იტალია) — რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე — 4 მაისი. ნეტარი ავგუსტინეს (354 – 430 ახ. წ.) დედა.
წმ. მონიკა | |
---|---|
![]() წმ. მონიკა და ნეტარი ავგუსტინე | |
დაიბადა |
332 ჩრდილოეთ აფრიკა |
გარდაიცვალა |
387 ოსტია, იტალია |
ხსენების დღე | 4 მაისი |
ენა | ლათინური ენა[1] , Punic და ბერბერო-ლიბიური ენები |
მეუღლე | Patricius |
შვილ(ებ)ი | ნეტარი ავგუსტინე[2] , Perpetua of Hippo და Navigius of Hippo |
წმინდა მონიკა დაიბადა რომაულ აფრიკაში, სავარაუდოდ ბერბერული წარმომავლობის ქრისტიანულ ოჯახში. ახალგაზრდობაში მონიკას მიდრეკილება ჰქონდა ალკოჰოლისადმი, მაგრამ ეს მავნე ჩვეულება დაძლია და გათხოვდა წარმართ პატრიციუსზე, რომელიც ქ. ტაგასტში (ახლანდელი სუკ აჰრას, ალჟირი) სახელმწიფო მოხელედ მუშაობდა. პატრიციუსი კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ ცუდი ხასიათი ჰქონდა და ღალატობდა მეუღლეს. მიუხედავად ამისა, წმ. მონიკა მას დათმენით, პატივისცემით და სრული ერთგულებით პასუხობდა და შესძლო კიდეც მეუღლის ქრისტიანად მოქცევა.
წმინდა მონიკამ პატრიციუსს 3 შვილი შესძინა. მათ შორის გამოირჩეოდა ახალგაზრდა ავგუსტინე, რომელმაც წარმატებებს მიაღწია მეცნიერებაში, მაგრამ თავაშვებულად ცხოვრობდა და მანიქეიზმის მიმდევარი იყო. დედის ლოცვითა და ცრემლებით ავგუსტინე განეშორა მწვალებლობას და 33 წლის ასაკში ქრისტიანად მოინათლა წმ. ამბროსის მიერ.
სიკვდილის წინ, წმინდა მონიკამ ნეტარი ავგუსტინე უკანასკნელად დალოცა და უთხრა:
წმინდა მონიკასადმი განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა 1430 წლიდან, როდესაც მისი წმინდა ნაწილები ოსტიადან რომში გადაასვენეს. წმინდანის სახელი ეწოდა რემოდენიმე ქალაქს, აშენდა ეკლესიები ოსტიაში, რომში, ნეაპოლში, ფლორენციაში და სხვა ქალაქებში.
ლიტერატურა რედაქტირება
- ნეტარი ავგუსტინე, ”აღსარებანი” IX, ix, 19
- ადრეული ეკლესიის ენციკლოპედია, 1998
- კათოლიკური ენციკლოპედია