წმინდადმახვიარასებრნი

მწერების ოჯახი

წმინდადმახვიარასებრნი (ლათ. Hepialidae) — პეპლების ოჯახი. ფრთების შლილი 2–15 მმ-ია; წინები და უკანები აგებულებით ერთმანეთის მსგავსია. ხორთუმი არ აქვთ. ულვაშები ძალიან მოკლეა. დედალი დებს 30 ათასამდე კვერცხს, რომლებსაც ფრენის დროს აფრქვევს მიწაზე. მუხლუხებს მუცელზე ხუთი წყვილი ფეხი აქვთ, ნიადაგში რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდებიან, იკვებებიან მცენარეთა ფესვებით; ზოგიერთი ტროპიკული სახეობა ხის ტანში ვითარდება. ცნობილია 250-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ფართოდ, განსაკუთრებით ბევრია ტროპიკებში. ჩვეული სახეობაა სვიის წმინდადმახვიარა (Hepialus humuli). კავკასიაში გვხვდება გვარ Phassus-ის მსხვილი სახეობები.[1] აღსანიშნავია ენდემური სახეობა და რელიქტი კავკასიური (ანუ შამილის) წმინდადმახვიარა (Zenophassus schamyl),[2] რომელიც საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.[3]

წმინდადმახვიარასებრნი

სვიის წმინდადმახვიარა (Hepialus humuli)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  წმინდადმახვიარასებრნი
ლათინური სახელი
Hepialidae (Stephens, 1829)
  1. Тонкопряды // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 281.
  2. შამილის წმინდადმახვიარა. National Geographic საქართველო. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2021
  3. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2021