წიწკანურა

ფრინველთა გვარი წივწივასებრთა ოჯახისა

წიწკანურა (ლათ. Poecile) — ფრინველთა გვარი წივწივასებრთა ოჯახისა. მათ სხეულის სიგრძეა 11–14 სმ, მასა 7–19 ; დედლები მცირედ ჩამორჩებიან მამლებს. ფრთები და ბოლო მუქი მურაა; ზურგი — რუხი, მურა ან მოწითალო-ყავისფერი; გვერდები — თეთრი, ჟანგმიწოვანი, იშვიათად რუხი; სხეულის ქვედა ნაწილი — თეთრი ან ჟანგმიწოვანი. წიწკანურებისათვის დამახასიათებელია შავი ან ყავისფერი „ქუდის“, ჩვეულებრივ თეთრი „ლოყებისა“ და ნიკაპსა და ყელზე არსებული შავი ან მუქი მურა სამკუთხა ლაქის შეხამება. ნისკარტი მცირე ზომის, კონუსისებრი ფორმისა და წვეტიანია. ფეხები და თითები მოკლე, ძლიერი. ბინადრობენ ევრაზიის, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ტყეებში. იკვებებიან ფეხსახსრიანებით (მათ შორის მრავალი სახეობის მავნე მწერით), კენკრითა და თესლებით. მკვიდრი ფრინველებია, მაგრამ წიწვოვან მცენარეთა გირჩების მოუსავლობის შემთხვევაში შესაძლებელია მათი გადანაცვლებები სხვა ადგილებისაკენ. ბუდეს აკეთებენ კლდეების ფუღუროებსა და ნაპრალებში. მრავალი სახეობის წყვილის ორივე წევრი რეტორტისებრ ფუღუროებს ღრუტნის ხის ან ჯირკვის დამპალ ტანში. დედლი დებს 3–12 (ჩვეულებრივ 4–8) კვერცხს; კრუხობს დედალი 11–14 დღე-ღამის განმავლობაში. ბარტყები 16–21 დღის შემდეგ ბუდეს ტოვებენ და კიდევ 3–4 კვირა მშობლების გვერდით იმყოფებიან.

წიწკანურა

ჩრდილოური წიწკანურა (Poecile montanus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Poecile (Kaup, 1829)

ცნობილია 15 სახეობა.[1] ადრე ეს სახეობები წივწივას (Parus) გვარში იყვნენ გაერთიანებული, თუმცა 2005 წელს ამერიკელი ბიოლოგების მიერ მიტოქონდრიულ დნმ-ში ციტოქრომა b-ს თანამიმდევრობაზე ჩატარებული ანალიზების შემდეგ დადგინდა წიწკანურების არაახლონათესავობა წივწივებთან.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Waxwings and their allies, tits & penduline tits. World Bird List Version 6.1. International Ornithologists' Union. ციტირების თარიღი: 15 February 2016.
  2. Frank B. Gill, Beth Slikas, Frederick H. Sheldon., Species relationships based on sequences of the mitochondrial cytochrome-b gene // Auk, 2005, ტ. 122, № 1, გვ. 121-143.