წინარეხის ჯვარპატიოსნის ეკლესია

წინარეხის ჯვარპატიოსნის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (11,7 X 6,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები (პილასტრები, იმპოსტები და ლავგარდანი) შირიმის ქვისაა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე - თითო სწორკუთხა ნიში. სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. დარბაზის განივი კედლები კაპიტელებით დასრულებული წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე საბჯენი თაღი გადადის. აღმოსავლეთ სარკმელში შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის კვალი. ეკლესიაზე სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე მიშენებულ ეგვტერს (11,7 X 5 მ), რომლისგანაც მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი, სამხრეთით შესასვლელი ჰქონია, ხოლო აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი.

ლიტერატურა

რედაქტირება