წითელი ლამბაქა (ლათ. Aleuria aurantia) — ჩანთაინი სოკო პეზიზასნაირთა რიგისა.

წითელი ლამბაქა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
ქვეგანყოფილება:  Pezizomycotina
კლასი:  Pezizomycetes
რიგი:  პეზიზასნაირნი
ოჯახი:  Pyronemataceae
სახეობა:  წითელი ლამბაქა
ლათინური სახელი
Aleuria aurantia (Pers.) Fuckel, 1870

სხვადასხვა სისტემატიკა ალევრიას გვარს Otideaceae და Pyronemataceae-ის ოჯახებს მიაკუთვნებს.

სამეცნიერო სინონიმები

აღწერა რედაქტირება

ადვილად შესამჩნევი სოკოა. ნაყოფსხეული ლამბაქის ფორმისაა, 3-6 სმ-მდე დიამეტრის, შიდა ზედა ნაწილი კაშკაშა მორანჯისფრო-წითელია, გარედან ღია ფერის, მოყვითალო ელფერი დასდევს.

რბილობი — თხელი, ცვილისებრი, მყიფე. გემო და სუნი სუსტი, სასიამოვნო. სპორები ელფისებრია 15-20X8-12 მკმ, მარცვლოვან-ხორკლიანი, შემდეგ — ბადისებრი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია და 8 სპორაა მოთავსებული.

საკვებად გამოიყენება ახალი.

გავრცელება რედაქტირება

გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ზომიერ სარტყელში, როგორც ვაკეზე, ისე მთიან ადგილებში. იზრდება ნესტიან შიშველ ნიადაგზე ტყეში, პარკებში, გზების გასწვრივ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

  • Melastiza chateri (W.G. Sm.) Boud. — არასაჭმელი ან გასტრონომიული კუთხით არასაინტერესო სოკოა. ზომით პატარაა, დიამეტრი 1-2 სმ-მდე (იშვიათ შემთხვევაში 3 სმ), მოწითალო-ნარინჯისფერი.[1]

ილუსტრაცია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 34, ISBN 99940-856-1-1.

სქოლიო რედაქტირება

  1. Ewald Gerhardt (2002). BLV Handbuch Pilze. München, გვ. 586. ISBN 3-405-14737-9.