წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე

წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე, ბექას და აღბუღას სამართალი — ძველი ქართული კანონმდებლობის ძეგლი. შედგენილია XIII—XIV საუკუნეებში. შეტანილია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში მე-6 ნაწილად აღბუღას სამართლის სახელწოდებით. შეიცავს შესავალსა და 98 მუხლს, რომელთაგან 1— 65 მმ — ბექა მანდატურთუხუცესის სამართალი — მიეკუთვნება ბექა I ჯაყელს, ხოლო 66-98 მმ — აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის სამართალი — ბექას შვილიშვილს აღბუღა I ჯაყელს.

აღბუღას სამართალი

ბექას სამართალი შედგენილი უნდა იყოს 1295—1304, აღბუღასი — დაახლოებით 1381—86, „ბექაჲს განაჩენი“ ცალკე, დამოუკიდებელი სამართლის წიგნის სახით არ შემონახულა. იგი „სრულობითა და უკლებელად“ აღნუსხავს და ახალ კანონების „დართვით“ დაუმტკიცებია აღბუღას საკანონმდებლო კრებას. ძეგლის უძველესი ხელნაწერია 1672 ნუსხა. კანონთა თავდაპირველი ტექსტი საგრძნობლად დაზიანებულია.

ბექას და აღბუღას სამართალი განკუთვნილი იყო სამცხე-სათაბაგოს ფეოდალური სამთავროსთვის და მის პოლიტიკური განკერძოებულობას გამოხატავდა, სამართლის წიგნში კანონმდებლის სახით საქართველოს მეფე არც კი იხსენიება; უზენაესი საკანონმდებლო, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება სამთავროში მისი მფლობელის — პატრონ-ათაბაგის ხელშია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება