წვრილყვავილა ონოსმა
წვრილყვავილა ონოსმა (ლათ. Onosma tenuiflora) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 10–30 სმ სიმაღლის ღერო, იგი მარტივი ან ნაკლებად დატოტვილია, მონაცრისფრო, წამოწეული ან აღმავალი, სქლად შებუსული. ქვედა ფოთლები ხაზურ-ნიჩბისებურია, ზედა ფოთლები ხაზურია. ჯამის ფოთლებიც ხაზურია და სქლად შებუსული. გვირგვინი მოყვითალოა, ცილინდრული ფორმის. ყვავის აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივლისში.[2]
წვრილყვავილა ონოსმა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Onosma tenuiflora Willd., 1798 | |||||||||||||||
სინონიმები[1] | |||||||||||||||
|
გავრცელებულია სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება, ძირითადად, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. იზრდება ქვიან ფერდობებსა და კლდეებზე.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Onosma tenuiflora Willd. | Kew Science. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2021
- ↑ 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 114.