წვერის ნასახლარები და ნაეკლესიარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

წვერის ნასახლარები და ნაეკლესიარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერში, აღმოსავლეთის ფრონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ფართობი 1,5 ჰექტარი. ნასახლარებზე (გადახნული და დათესილია) იპოვება თიხისა და კრამიტის ნატეხები. თხემის თავზე შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები (წვერის სამება). გალავნით შემოზღუდულ ეკლესიის ეზოში სასაფლაო იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება