წეროს ტბა

ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში

წეროს ტბატბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დაბაძველის ლავურ პლატოზე,[2] ზღვის დონიდან 1808 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 0,62 კმ², მაქსიმალური სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 90 ათ. მ³. ქვაბული წარმოქმნილია მექანიკური სუფოზიით. წყალი ღია ლურჯი ფერის, მტკნარი და სუფთაა. გაუდინარია. ტბაში თევზი არ არის.[3]

წეროს ტბა
კოორდინატები: 41°45′53″ ჩ. გ. 43°21′21″ ა. გ. / 41.76472° ჩ. გ. 43.35583° ა. გ. / 41.76472; 43.35583
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1808 
ფართობი 0,02 კმ²
მოცულობა 0,00009 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 6,6 
აუზის ფართობი 0,62 კმ²
წეროს ტბა — საქართველო
წეროს ტბა
წეროს ტბა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
წეროს ტბა
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 211.
  2. ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, ცოდნა, გვ. 309, თბ. 1964.
  3. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.