წაყინვა

(გადამისამართდა გვერდიდან წაყინვები)

წაყინვატემპერატურის 0°–მდე და უფრი დაბლა დაწევა წლის თბილ პერიოდში (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) მაღალმთიან ადგილებში — ზღვის დონიდან 2000 –ზე მაღლა წაყინვები მოსალოდნელია ზაფხულშიც. ამა თუ იმ ხანგრძლივობით წაყინვებს ყოველწლიურად აქვს ადგილი სხვადასხვა ინტენსიურობით. განასხვავებენ წაყინვების სამ ტიპს:

1. ადვექციური წაყინვები, რომლებიც წარმოიშობა ცივი ჰაერის მასების შემოჭრის დროს და 2–3 დღის განმავლობაში გრძელდება. ასეთი წაყინვების დროს ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება 0°–ზე დაბლა დაიწიოს და საკმაოდ ვრცელი ტერიტორია მოიცვას.

2. რადიაციული წაყინვები, რომლებიც წარმოიქმნება ნიადაგის ზედაპირის ინტენსიური გაცივების შედეგად. ასეთ წაყინვებს ადგილი აქვს ღამით, მოწმენდილ ამინდში და ლოკალურ ხასიათს ატარებს. რადიაციული წაყინვების სიძლიერე და ინტენსივობა ძირითადად ადგილლობრივ პირობებზე — რელიეფის ხასიათზე, ნიადაგსა და ჰაერის ტენიენობაზე და ა. შ. არის დამოკიდებული. ასეთი სახის წაყინვები შეიძლება ყოველდღიურად გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში.

3. ადვერქტიურრადიაციული წაყინვები ანუ შერეული წაყინვები იცის ცივი ჰაერის მასების შემოჭრისა და შემდგომში მისი ღამის გამოსხივების (გადაცივების) შემთხვევაში ასეთი წაყინვების შედეგად დღისით ნიადაგის ზედაპირი რამდენადმე ცივდება და სითბოს მარაგი მის ღრმა ფენებში კი კლებულობს, ხოლო ღამით იწყება მისი ინტენსიური გამოსხივება. ამ შემთხვევაში ადვერქციისა და რადიაციის პროცესები ერთმანეთს ავსებს, რაც ღია, ქარისაგან დაუცველი ადგილებისათვის მეტად საშიშია. ამ დროს ტემპერატურამ შეიძლება დაიწიოს –2°–4°–მდე და უფრო დაბლაც და 2–3 დღე გასტანოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Хромов С. П. Метеорология и климатология для географических факультетов. Л.: Гидрометеоиздат, 3 изд., 1983. с. 123-126.