წაღკუნიაცის ტბა
წაღკუნიაცი (სომხ. Ծաղկունյաց լիճ), ზოგჯერ ნანაი (სომხ. Նանայի լիճ) — ტბა სომხეთში. მდებარეობს კოტაიქის პროვინციაში, წაღკუნიაცის ქედის შუა ნაწილში, ზღვის დონიდან 2450 მეტრ სიმაღლეზე. უახლოესი დასახლებული პუნქტია სამთო კურორტი აღვერანი. ტბა მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს, ზამთარში მისი ზედაპირი ყინულით იფარება. ქედის ნაწილი რომელზეც წაღკუნიაცის ტბა მდებარეობს, არზაკან-მეღრაძორის აღკვეთილის ტერიტორიაში შედის.
წაღკუნიაცი | |
---|---|
Ծաղկունյաց լիճ | |
წაღკუნიაცის ტბა | |
კოორდინატები: 40°32′44″ ჩ. გ. 44°34′31″ ა. გ. / 40.54556° ჩ. გ. 44.57528° ა. გ. | |
მდებარეობა | სომხეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2450 მ |
სიგრძე | 0,120 კმ |
სიგანე | 0,07 კმ |
ფართობი | 0,01 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 0,4 კმ |
საშუალო სიღრმე | 2,5 მ |