წაღვლის პირველი საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის საცხოვრებელი სახლი.

წაღვლის პირველი საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის ქვედა უბანში, აგებულია 1921 წელს. ეკუთვნის აბრამ გელაშვილს.

სახლი ორსართულიანია, ნაგებია ქვიშაქვით. ქვედა სართული ნახევარსარდაფია. აქ მარანია, რომლის გადახურვა გამაგრებულია ორი ხის სვეტით. მარნის უკანა კედელში ბუხარია ჩაშენებული. მარნის წინ დაბალმოაჯირიანი აივანია. ხის ერთმარშიანი კიბე ზედა სართულის აივანზე ადის. აქ ერთი საცხოვრებელი ოთახია, რომლის კარი და ორი სარკმელი აივანზე გამოდის. ოთახის უკანა კედელში კიდევ ერთი სარკმელია. ოთახისა და აივნის ჭერი შეფიცრულია. აივანს ექვსი პროფილირებული სვეტი აქვს. სვეტებს შორის, ზევით, ჭვირულორნამენტიანი თაღებია. გადახურვის შვერილ კოჭებს შორის არე შევსებულია კვეთილორნამენტიანი ფიცრით. აივნის მოაჯირი ყრუა. სახლს ნივნივებზე დაწყობილი კრამიტის სახურავი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება