წაღვლის მეორე ნამოსახლარი და სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის ნამოსახლარი და სამაროვანი.

წაღვლის მეორე ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთით, 700-800 მეტრზე, ადგილ ოსანაძეების ახოზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ფეოდალური ხანით. 1976 წელს მიწის სამუშაოების დროს აქ აღმოჩნდა ადამიანის ძვლები, ბრინჯაოს იარაღი, თიხის ჭურჭლის ნატეხები, აგრეთვე ქვევრები და დუღაბით ნაგები დანგრეული საწნახელი.

ლიტერატურა

რედაქტირება