წავკისის ქუჩა
წავკისის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი). ამაღლების ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1900 წლამდე წყალსადინარის I ქუჩა ერქვა, შემდეგ — წავკისის შესახვევი. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც წავკისის ქუჩა. აქვს 2 შესახვევი (I შესახვევი — ყოფილი შუა შესახვევი, შემდეგ — II შესახვევი. II შესახვევი — ყოფილი წავკისის გასასვლელი, შემდეგ — I შესახვევი).
წავკისის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | წყალსადინარის I ქუჩა, წავკისის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 201, ISBN 978-99928-20-35-3.