წაბლნარიწაბლის ტყე. საქართველოში წაბლის ტყის მასივებია დასავლეთ საქართველოში, აჭარა-იმერეთის ქედების კალთებზე, ზღვის დონიდან 200-1100 მეტრზე. აღმოსავლეთ საქართველოში ლიხის ქედზე, ბორჯომის ხეობაში, კახეთის კავკასიონზე მეტწილად მუხნართან, რცხილნართან და წიფლნართან შერეული კორომებია. წაბლნარი განვითარებულია ყველა ექსპოზიციის საშუალო და ძლიერ დაქანებულ ფერდობებზე, მეტწილად საშუალო სიღრმის ტყის ყომრალ ნიადაგებზე. საქართველოს წაბლნარები ტიპოლოგიურად მრავალფეროვანია. გაბატონებულია ასოციაციაციებია წყავიანი, შქერიანი, იელიანი, მთისწივანიანი წაბლნარები. შედარებით იშვიათად, მომცრო ნაკვეთების სახით არსებობს თხილიანი, კავკასიურმოცვიანი, მეჩხერბალახიანი, ტრაქისტემონიანი, გვიმრიანი წაბლნარები. მთის კალთებზე წაბლნარი ნიადაგდაცვით და წყალშენახვით ფუნქციებს ასრულებს.

ლიტერატურა

რედაქტირება