ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძუკია ან დაინავალიეტუვის ხუთიდან ერთ-ერთი ეთნოგრაფიული რეგიონი.

ძუკია ღია ყვითლად

გეოგრაფია

რედაქტირება

ძუკია სამხრეთ ლიეტუვაშია და მოიცავს ვარენის მუნიციპალიტეტს, ალიტუსის მაზრას, ალიტუსს, შალჩინიკაის რაიონს, ტრაკაის მუნიციპალიტეტს, ვილნიუსის მაზრას, ლაძიიაის რაიონს, სვენჩიონის სამხრეთსა და ელექტრენაის თვითმმართველობას. რეგიონის ნაწილი პოლონეთშია (ჩრდილო-აღმოსავლეთით) მოქცეული, ნაწილი კი ბელარუსში. ვილნიუსი, გარდინასი, ლიდა და ალიტუსი მხარის უდიდესი ქალაქებია, ეს უკანასკნელი რეგიონის უმთავრეს ქალაქადაც კი მიიჩნეოდა, მაგრამ, ძუკიას პოლიტიკური სტატუსი არასდროს ჰქონია. ლიეტუვა ხუთ ეთნოგრაფიულ რეგიონად არის დაყოფილი, რაც სოფლის ცხოვრების წესით, ფოლკლორით, სალაპარაკო ენაში განსხვავებებით გამოირჩევა. ძუკიის ჩრდილოეთით აუქშტაიტიის რეგიონია. ძუკიის დიდი ნაწილი ტყეებით არის დაფარული, ამდენად, მცხოვრებთა სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 4 კაცს შეადგენს. აქვეა ქვეყნის უდიდესი ჭაობი ჩეპკელიუ.

ძუკიაშია ლიეტუვის ეროვნული პარკების უმეტესი ნაწილი თავმოყრილი.

ყველაზე პირველი ლიეტუვური ხელნაწერები ძუკიური დიალექტით მე-16 საუკუნით თარიღდება. ეს დიალექტი ედება საფუძვლად ვილნიუსის მეტყველებას, შემდგომ კი, საერთოდ, ლიტერატურულ ლიეტუვურ ენას.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძუკია“-დან